პროტესტის ნიშნად დეკანოზი არც დღევანდელ პროცესს დაესწრება

ე.წ. დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება, პროცესზე მოსამართლე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს.

სასამართლო პროცესი დახურულია და მას მხოლოდ ადვოკატები, პროკურორები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებიან. სხდომას  ბრალდებული გიორგი მამალაძე, რომელსაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. სასამართლო განიხილავს როგორც დაცვის მხარის, ასევე პროკურატურის შუამდგომლობას.