პრეზიდენტი: დიპლომატია არ არის იარაღის ჟღარუნი..

-“რუსეთს, როგორც დიდ მოთამაშეს მსოფლიო პოლიტიკაში ამით ქულები მხოლოდ აკლდება. საქართველო უნდა წავიდეს მომზადებულ შეხვედრაზე და შეხვედრა უბრალოდ შეხვედრისთვის, რომელსაც არ ექნება კონკრეტული დღის წესრიგი, არაფერ ღირებულს არ წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრის მომზადებისთვის, ეს პოლიტიკური ნება უნდა წარმოიქმნას საქართველოშიც და რუსეთშიც. თუ იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან იმ რეალობის გააზრება, რომ საქართველოს ოკუპაციით არც ერთი რუსული პრობლემა არ წყდება, არამედ პირიქით, რუსეთს, როგორც დიდ მოთამაშეს ამით მხოლოდ ქულები აკლდება, თუ იქნება იმის გააზრება, რომ საქართველო რუსეთისთვის მტერი არ არის, არამედ საქართველო თავისი სუვერენიტეტის დაცვის პირობებში კეთილმეზობლობისკენაა განწყობილი, ასეთ შეხვედრას ექნება აზრი.

მე მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ელაპარაკო, დიპლომატია არ არის იარაღის ჟღარუნი. იმედი მაქვს, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში გაჩნდება რაციონალური გააზრება იმ სირთულეებისა, რომელიც რუსულმა აგრესიულმა პოლიტიკამ რეგიონში წარმოქმნა და ჩვენ რაღაც იქს მომენტში მივალთ რაციონალური დიალოგის კონტექსტამდე”- განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვოლმა “მაესტროს” ეთერში.

კომენტარის დატოვება