მამუკა კიკალეიშვილი 56 წლის გახდებოდა(ვიდეო)

40 წლის იყო რომ გარდაიცვალა, თუმცა მოასწრო თავის დამკვიდრება ხელოვნებაში და მაყურებლის გულში, მამუკა კიკალეიშვილის მიერ განსახიერებული როლები დღესაც ახსოვს საზოგადოებას და დღესაც სტკივა ასე ახალგაზრდა კაცისს ჩამქრალი სიცოცხლე…

1981 დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და მოსკოვში, საქართველოს საელჩოში. 1984 წლამდე მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრში.

1984 წლიდან ქართული ფილმის კინოფილმებში მონაწილეობდა.

1988 წელს ბულგარეთშიგაბროვოში გამართულ საერთაშორისო ფესტივლზე მიღებული აქვს პრემია კომედიური როლისათვის.

1994 წელს შედგა დებიუტი რეჟისორის სახით, ლევონ უზუნიანთან ერთად დადგმული დაცემული ანგელოზით.

უკანასკნელ წლებში მუშაობდა რუსეთში საქართველოს საელჩოს ატაშედ, კულტურის განხრით.

აპირებდა საკუთარი სატელევიზიო შოუს, მამუკასთან, შექმნას (იდეა ჯერ კიდევ ვლად ლისტიევის პერიოდში დაიბადა), გადაღებული იქნა რამდენიმე გადაცემა.

2000 წლის 26 აპრილს დაკარგა გონება ძილის მომგვრელი საშუალების ზედმეტი დოზის გამოყენებით. გარდაიცვალა 3 მაისს, მოსკოვში. დასაფლავებულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

კომენტარის დატოვება