შვეიცარიაში არც ერთი “მაკდონალდის” რესტორანი არ დახურულა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შვეიცარიაში “მაკდონალდის” ყველა რესტორანი დაიხურა გიორგი ფოფხაძე სოციალური ქსელით ეხმიანება და უნფორმაციას უარყოფს.

-„მოგახსენებთ რომ, შვეიცარიაში არც ერთი “მაკდონალდის” რესტორანი არ დახურულა, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ფიქრადაც არავის მოსვლია “მაკდონალდის” დახურვა.. შვეიცარიაში კანონმდებლობით ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფირმის წარმომადგენლობების დახურვა კანონით აკრძალულია, თუ ამის შესახებ გადაწყვეტილება გამოტანილი არ იქნება სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ… ასევე საფრანგეთში არც ერთ რესტორანს, მაღაზიას თუ სასტუმროს უარი არ უთქვამთ რუსი ეროვნების მოქალაქეების მოსახურებაზე და არანაირი სტიკერები არ გამოუკრავთ წარწერით “ჩვენ რუს ღორებს არ ვემსახურებით”.. რადგან საფრანგეთში ჯერ ერთი ითვლება რომ, ყველაზე დიდი ფულის შემომტანი ტურისტები არიან, რუსი, ებრაელი, ყატარის, საუდის არაბეთის, კუვეიტის, იორდანიელი და დიდი ბრიტანელი ტურისტები და მეორეც, ქმედება რომელიც რომელიმე ერის ეროვნების ან ეთნიკური ჯგუფის დამცირებას და მათდამი დისკრიმინაცია იწვევს ეთნიკური ნიშნით.. საფრანგეთში სასტიკად ისჯება უპირობოდ, ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, იმ ფირმის სასწრაფო დახურვით რომლმაც ეს გააკეთა და ძალიან ბევრი ათასიანი ფულადი ჯარიმით… აი სულ ეს მინდოდა მეთქვა…“-წერს ფოფხაძე.

კომენტარის დატოვება