გია ვოლსკი: 200 ათაზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა იმ პოზიციას, რაც ჩვენ გაგვაჩნია

  უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის აცხადებს, რომ ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში ცვლილებას პარლამენტი განიხილავს და მიიღებს.

“გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის ძალიან დიდი მხარდაჭერაა ის, რომ 200 ათაზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა იმ პოზიციას, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ამ საკითხის მიმართ, ჩვენი დამოკიდებულება არ იცვლება და დარწმუნებული ვართ, რომ პარლამენტში, სადაც უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, განიხილება და ბოლომდე იქნება მიყვანილი” – განაცხადა დეპუტატმა.

 შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის გამართვას საჭიროდ არ მიიჩნევს.

კომენტარის დატოვება