პანკისელი ახალგაზრდები თბილისში

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ,,Cync კვირეული პანკისში” ფარგლებში პანკისელი მოზარდები  2 დღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდნენ. მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ზოოპარკი და ძველი თბილისი მოინახულეს. ესტუმრნენ სპორტის მუზეუმს,სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და სპორტის მუზეუმის დირექტორი  ნანა მიქაძე შეხვდნენ.

საღამოს მოზარდები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ, სადაც მათ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ სერტიფიკატები გადასცეს.

კვირეული 5 დღის განმავლობაში პანკისის ხეობაში და თბილისში იმართებო და პროექტში სულ 13-14 წლის 30 მოზარდი ჩაერთო.

13975433_1072087919511865_5934368178740796927_o

0 Comments

Leave a Comment

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password