გიორგი მარგველაშვილი: ვიწყებთ ბაზალეთიდან!..

    კამპანია პრეზიდენტმა ბაზალეთის ტრენინგცენტრში დაიწყო. მან იქ შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

   „ბაზალეთიდან დღეს ვიწყებთ კამპანიას “შენი ხმა ჩვენი მომავალია”, კამპანიას, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბერს დემოკრატიის ნამდვილ ზეიმად აქცევს.

   ყოველი მოქალაქე ვალდებულია, თავისი სახელმწიფო შექმნას. თქვენ გააკეთებთ, რომ თქვენ სთხოვთ, ადამიანები გამოვიდნენ, საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შექმნან, როგორც მომავალი საქართველოსი.

  თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე, თუ არ ირჩევ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც შემდეგ გმართავს, შენ უარს ამბობ შენს თავისუფლებაზე,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარის დატოვება