მოხედავს ვინმე ამ ხალხს?-მონებივით ამუშავებენ!(ვიდეო)

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მუშების გაფიცვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.

ადგილობრივი მუშების განცხადებით, „ქართველების გარდა ყველას უფლებებს იცავენ, ამ ქვეყანაში!“.

გამოხმაურებები დღესაც არ ცხრება.

ზაზა მეხრიშვილი

-“ზვარეში და ქვიშხეთში მუშა ხელს ექცევიან როგოც მონებს, ხალხი იმის შიშით ხმას ვერ იღებდა რომ ეს მწირი ხელფასიც არ დაეკარგა, არავითარი ნორმები არაა დაცული უსაფრთხოების, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზედამხედველობითი ორგანოები რომლებიც ამ კომპანიას აკონტროლებენ ზუსთად ვიცი რომ ჩინურ კომპანიას მოსყიდული ყავთ და დიდ თანხებს უხდიან, ხალხის ბედი არავის აინტერესებს. აგრეთვე გვირაბებიდან გამოტანილ ნარჩენებს ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ყრიან და მარხავენ მდინარეების პირას, ათასი ხსნარებით დაბინძურებული მიწა მდინარის ნაპირას იყრება და ილექება მთის სუფთა მდინარეებში, ბინძურდება ყველაფერი, ბავშვები საბანაოთაც კი ვერ ჩადიან წყალში,პატრონი არავინაა, მოხედავს ვინმე ამ ხალხს?”

აღნიშნულ პრობლემას ეხმიანება ცოტნე გამსახურდიაც და წერს:

-„რომელ ერთ პრობლემაზე უნდა დაწერო? გასივდა გული… მონებივით ამუშავებენ ხალხს, ყველგან ასეა…
არც დასვენება, არც შრომის პირობები და უსაფრთხოება, არც ჯანმრთელობის დაზღვევა… ჩემ ახლობელი სამოც წლამდე კაცი მუშაობდა ამას წინათ თურქებთან: არც დასვენების დღე ჰქონდა, დღეში 12 საათი მუშაობდა საშინელ პირობებში. არ დათანხმდები? წადი! მეტიც, თუ ეთანხმები ყველაფერს , მაგრამ სხვას ჩამორჩი წარმადობაში – მაშინაც გაგიშვებენ! უფლებები – ნული, სოც. გარანტიები – ნული!“

კომენტარის დატოვება