პირველი სოციალური კაფე პანკისში

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პანკისის ახალგაზრდულმა ცენტრმა” სოფელ დუისში სოციალური კაფე გაიხსნა,ხეობისთვის ეს პირველია.

ადგილობრივების თქმით მსგავსი სახის ადგილები მნიშვნელოვანია პანკისელი ახალგაზრდებისთვის, რადგან პანკისში აქამდე არ არსებობდა ადგილი,სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებოდნენ.

ორგანიზაციის ხელმზღვანელის, მელსი ბაღაკაშვილის აცხადებს,რომ ხეობაში მსგავსი ადგილების ქონა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის,ასევე ტურისტებისთვის.

28866131236_1001922810_b 28866133206_19ebce827b_b

,,სოციალური კაფეს გახსნის მთავარი მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების მხარდაჭერა. ეს არის კომფორტულო გარემო ახალგაზრდებისთვის, ზოგადად მოსახლეობისთვის და პანკისის ნებისმიერი ვიზიტორისთვის. სოციალური კაფე გულისხმობს რამდენიმე ტიპის სერვისის შეთავაზებას მომხმარებლისთვის. მომხარებელს აქ შეუძლია მიიღოს როგორც კვების სერვისი, ასევე დახვდება მყუდრო გარემო და და საინტერესო წიგნები, Wi-Fi ინტერნეტი და ახალი ჟურნალ-გაზეთები”- განაცხადა მელსი ბაღაკაშვილმა

პანკისის სოციალური კაფე, ბავშვთა და ახალგაზრობის განვითარების ფონდისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაიხსნა.

წყარო: pankisi.ge

 

კომენტარის დატოვება