ევროკავშირის 5 ქვეყანა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაჩქარებას მოითხოვს

   ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს – ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს წერილით მიმართავენ და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების დაჩქარებას მოითხოვენ.

   ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დაწესებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.

   წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმის მისაღებად შეასრულა ევროკავშირის ყველა პირობა და ახლა ევროკავშირმა უნდა მიიღოს საპასუხო ნაბიჯი.

   წერილი მას შემდეგ დაიწერა, რაც  გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, ევროკავშირის ელჩების სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივა დაბლოკეს.

კომენტარის დატოვება