უნიკალური ქართული პრეპარატის – “კამელინის” შემქმნელის – ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძის დაბადების დღეა

დღეს დიდი ქართველი ექიმის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, უნიკალური ქართული პრეპარატის – “კამელინის” შემქმნელის – ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძის დაბადების დღეა.

ასიათასობით გადარჩენილი სიცოცხლისა და უამრავი უმძიმესი დაავადებისგან განკურნების გამო, მადლიერმა ერმა, მას დამსახურებულად მიაკუთვნა საპატიო ადგილი “დიდ ქართველთა ასეულში” (საერთო-სახალხო გამოკითხვის შედეგად).

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელი; დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.