ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გატეხეს

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გატეხეს.  პარტიის წევრებს ოფისის მთავარი კარი გატეხილი დახვდათ.

ენმ-ს წევრები ეჭვობენ, რომ შესაძლოა კომპიუტერებიდან მონაცემები იყოს წაღებული. პარტიის წევრებმა საპატრულო პოლიცია უკვე გამოიძახეს.

ზუგდიდის საკრებულოს წევრი ენმ-დან ანი წითლიძე მომხდარში რაიონის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

-„ენმ ზუგდიდის ოფისზე თავდასხმაში პარტიის მხრიდან ეჭვმიტანილები არიან-ზუგდიდის რაიონის გამგებელი თოლორაია და საკრებულოს თავმჯდომარე ქვარაია, რომლების “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები არიან, ორივე მათგანი გუბერნატორ შონიასთან ერთად მეოთხე წელია მსგავს თავდასხმებს აწყობს ენმზე. ქართულმა ოცნებამ იცის, რომ არჩევნების მოგების შანსი მათ ზუგდიდში არა აქვთ. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანზაციებს ყურადღება მიაქციონ აღნიშნილ ფაქტს“-აცხადებს წითლიძე.

კომენტარის დატოვება