კირვალიძე ივანიშვილს: დღეს მკითხაობას რაღა აზრი აქვს?!.

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ბიძინა ივანიშვილის იმ სიტყვებს ეხმიანება, რომელიც მან მედიასთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში გააკეთა:

„რას გადაწყვეტს პუტინი და როგორ მოიქცევა ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ პრემიერმინისტრობის რანგში ყოფნისას უნდა გაერკვია, რას გადაწყვეტდა პუტინი და როგორ მოიქცეოდა.

-„ივანიშვილისგან ამ ფრაზის მოსმენისას, ბუნებრივად იბადება კითხვა, – შე დალოცვილო, პრემიერ–მინისტრი იყავი, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა გქონდა და საქართველოს მთავარი პრობლემის გადასაჭრელად, რატომ არ შეხვდი ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტს, მაშინ ხომ გეცოდინებოდა და ჩვენ (საზოგადოებას) არ გვეტყოდი ამ სიტყვებს?! ბ–ნო ბიძინა, თქვენი მხრიდან, ამ უმაღლესი პოლიტიკური დონის შეხვედრის (რომელიც გარდაუვალია, რადგანაც ჩვენთვის სასიკეთოდ სხვაგვარად არაფერი შეიცვლება!), ღარიბაშვილ–მარგველაშვილ–კვირიკაშვილზე გადაბარება, რამდენად სწორი და გამართლებულია, როცა ამ სამი ახალგაზრდა ადამიანის გამოცდილება (რაც ამ დონის შეხვედრისთვის უმთავრესია!), თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ახლოსაც ვერ მოვა?!.. მოკლედ, დღეს მკითხაობას რაღა აზრი აქვს, თქვენ, პრემიერ–მინისტრი იმიტომ იყავით, რომ თავად უნდა გაგერკვიათ, – “პუტინი რას გადაწყვეტდა და როგორ მოიქცეოდა”!! -ამბობს კირვალიძე.

კომენტარის დატოვება