ჯეჯელავა სახელმძღვანელოებთან და კომპიუტერებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასკოლო სახელმძღვანელოებთან და კომპიუტერებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის.

”მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ მომავალ წლებში სასკოლო სახელმძღვანელოებით და პირველ კლასელების კომპიუტერებით შესაძლოა აღარ დავეხმაროთ შეძლებულ ოჯახებს, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს, 40 000 ლარი ვთქვით ქონების დეკლარაციაზე დაყრდნობით. მე მომხრე ვარ, რომ ჩემს შვილებს საჩუქრად წიგნები არ უნდა ეკუთვნოდეთ და საშუალება გვაქვს ჩემი, ჩემი ოჯახის სამსახურიდან გამომდინარე ეს სახელმძღვანელოები შევიძინოთ. ამ მიმრთულებით მუშაობას ვაპირებ, ეს წესი წელს არ ამოქმედდება, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ასეთი საშუალება გვექნება” – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარის დატოვება