საქართველოში მსჯავრდებულმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ჯ.ზ. ჰორიზონტალურ ძელზე ცალი ფეხით ჩაჯდომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან იტალიელი სილვიო საბას რეკორდი გააუმჯობესა და წუთში 37 ჩაჯდომა განახორციელა.

სპორტული ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მსაჯები და მსჯავრდებულებიც დაესწრნენ.

რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის თქმით, ჯ.ზ. დღესდღეობით ერთადერთი მსჯავრდებულია, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

„დღეს უკვე მეოთხე რეკორდი დავაფიქსირეთ N 17 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულს მსოფლიო რეკორდის გადაჭარბებისთვის წუთში 30-ზე მეტი ჩაჯდომა უნდა დაეფიქსირებინა და რეზულტატად 37 ჩაჯდომა მივიღეთ. შედეგი პოზიტიურია და ამით მან იტალიელი სილვიო საბას რეკორდი გააუმჯობესა ,“- განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.

მსოფლიო რეკორდსმენი მსჯავრდებული ჯ.ზ. საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას მომავალშიც აპირებს რისთვისაც ვარჯიშს აქტიურად გააგრძელებს.

სპორტული ღონისძიების დასასრულს საქართველოს რეკორდების ფედერაციამ მსჯავრდებულ ჯ.ზ. მსოფლიო რეკორდის დამყარებისთვის სერთიფიკატი გადასცა.

0 Comments

Leave a Comment

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password