ცესკო საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცესკო საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს:

28 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 28 აპრილს 08:30 საათიდან გამართავს საინფორმაციო ბრიფინგებს.

07:00-დან 00:00 საათამდე იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

ბრიფინგების განრიგი ცესკოში:

08:30

12:30

17:30

20:30

საჭიროების შემთხვევაში განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.