ირაკლი ალასანია , დათო ტურაშვილი და ,,სხვა ამსტერდამი“

   20 ივნისს 19:00 საათზე კაფე ფრონტ ლაინში (მისამართი – ლადო ასათიანის 62 )
,,თავისუფალი დემოკრატები“ წარმოგიდგენთ დათო ტურაშვილის ახალ წიგნს ,,სხვა ამსტერდამი“

ირაკლი ალასანია და დათო ტურაშვილი ისაუბრებენ წიგნის შესახებ და უპასუხებენ დამსწრეთა შეკითხვებს.
,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ შეღავათიან ფასში შემოგთავაზებთ დათო ტურაშვილის ამ და სხვა წიგნებს და მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სასურველი წიგნი ავტორის ავტოგრაფით.

კომენტარის დატოვება