მეცნიერები დედამიწის მცხოვრებლებს მაისში მაგნიტური ქარიშხლის შესახებ აფრთხილებენ
17 მაისს დედამიწას მაგნიტური ქარიშხალი მოიცავს. ინფორმაციას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომები ავრცელებენ.
სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ მაგნიტური შტორმი მე-2 კატეგორიის იქნება (5 შკალიანი სისტემიდან).
წინა მაგნიტური შტორმი 20 აპრილს იყო. მეცნიერების განმარტებით, ის 2018 წელს სიდიდით ყველაზე მასშტაბური იყო.