“ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ბათუმის 68-ე ოლქში ”ქართული ოცნებამ” აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე დაასახელა.

ბათუმის 69-ე ოლქში პარტიიდან წარმოდგენილია პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ილია ვერძაძე.

ბათუმის 70-ე ოლქში გამარჯვებისთვის ნუგზარ სურმანიძე იბრძოლებს.

ქობულეთში “ქართულ ოცნებას” გიორგი რომანაძე წარმოადგენს ის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსია.

ხელვაჩაურში მმართველი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ კარანაძე იქნება .

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძვის ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე, რომელიც ხულოში, შუახევსა და ქედაში დასახელდა.

კომენტარის დატოვება