“სიკვდილის ბიზნესის ჰალსტუხიანი მფარველები უნდა დავსაჯოთ”

გავრცელებულ ინფორმაციას-„მკვლელი მარილი“ – ასე ეწოდება ახალ ნარკოტიკს, რომელიც უკვე საქართველოშია და ადამიანს მოხმარებისთანავე კლავს, სოსო მანაჯავიძე ეხმიანება:

-უკვე მერამდენედ უნდა გამოვხატოთ უსუსურობის განცდით გამძაფრებული ბრაზი ე,წ, კლუბური ნარკოტიკების მოხმარებით დაღუპული ბავშვების გამო.

ნარკოტიკების შემოტანა, გავრცელება და რეკლამირება არის დივერსია და ტერორი მოსახლეობის წინააღმდეგ და იგი სასტიკად უნდა ისჯებოდეს.

შეგახსენებთ,რომ ტრამპი ნარკორეალიზატორების სიკვდილით დასჯას მოითხოვს.
ამიტომ არც საერთაშორისო კონტექსტი გვიშლის ამაში ხელს.

თუ დადასტურდა,რომ ბავშვები მართლაც კვლავ დაიღუპნენ კლუბ “ბასიანში”, ყველა პასუხისმგებელი პირი გადადგეს,კლუბი დაიხუროს და მისი მესვეურები პასუხისგებაში მიეცნენ.

პირველ რიგში კი სიკვდილის ბიზნესის ჰალსტუხიანი მფარველები უნდა ვამხილოთ და დავსაჯოთ,რადგან ეს გენოციდია,