პოლიტსაბჭოს წევრები პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება. პოლიტსაბჭოს წევრები პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განახლდება, თუმცა პროცესზე კონკრეტულად არ საუბრობენ.

ასევე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 11 მაისს რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს, სადაც პარტია ახალ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აირჩევს.