ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხს თუ არ დააყენებს დღევანდელი ხელისუფლება, ის ჩავარდება ჭაობში

   ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ თუ მერაბიშვილის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და სასჯლაღსრულების დეპტარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დიმიტრი დარბაისელის პასუხისმგებლობის დაყენება არ მოხდება, ეს ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს.

   -„ოთარ ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხს თუ არ დააყენებს დღევანდელი ხელისუფლება, ის ჩავარდება ჭაობში. იმიტომ რომ მე-18-ე მუხლი როგორც გინდა თავი მოგვაჩვენონ, ეს არის საკმაოდ სერიოზული დარტყმა ქართულ სახელმწიფოზე და დღევანდელ ხელისუფლებაზე. თუ ოთარ ფარცხალაძე და დარბაისელი არ მიეცემიან პასუხისგებაში და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი შედეგები მოყვება ამას. თუ ტვინი აქვთ ხელისუფლებას სასწფაროდ უნდა დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა და არა გამოძიება, ფარცხალაძესთან მიმართებაში და დარბაისელთან მიმართებაში.” აცხადებს ხატიაშვილი.

   ხატიაშვილი აქვე დასძენს, რომ შოთაძე ვალდებული იყო დავალება მიეცა პროკურორისათვის და დაეწყო გამოძიება.

კომენტარის დატოვება