ფაშინიანი საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და რუსეთის ელჩებს შეხვდა

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკო ფაშინიანი საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და რუსეთის ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ ლიდერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“დღეს მე მქონდა შეხვედრები რუსეთის ელჩთან, ივან ვოლინკინთან, აშშ-ის ელჩთან, რიჩარდ მილსთან, ევროკავშირის ელჩთან, პეტრ სვიტალსკისთან და საქართველოს ელჩთან, გიორგი საგანელიძესთან. ელჩებს ინფორმაცია შიდა კრიზისის დასარეგულირებლად მიღწეულ შეთანხმებაზე მივაწოდე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერის პოსტზე ხელახლა წარადგინეს.

პარლამენტის საგანგებო სხდომა, სადაც პრემიერს აირჩევენ, 8 მაისს დაინიშნა.