რობერტ სტურუა: იქნებ დამეხმარები, ჩემო ფეისბუკელო მეგობარო!

   რეჟისორი რობერტ სტურუა საზოგადოებას მიმართავს და დახმარებას სთხოვს. რეჟისორი სოციალურ ქსელში წერს:

   -„ეს მამაჩემია, რობერტ სტურუა, მხატვარი!
წელს, 04.05.16., 100 წელი შუსრულდა.
გამოფენა მინდა მიუძღვნათ მის ხსოვნას, რადგანაც მართლაც დიდებული მხატვარი გახლდათ.
მისი მოხატულია ჭიათურის თეატრი, აკაკის სახელობის კულტურის სახლი, სასახლე სოფელ შრომაში და ბრწყინვალე პლაფონი ტყიბულის თეატრში – “ბოროტსა სძლია კეთილმან”(ქართული ხალხური ზღაპრები.)
მაგრამ რა უნდა ქნა, იმ მოხატულ კედლებს ხომ ვერ ჩამოხსნი და ვერ ჩამოიტან თბილისში?!
ხოლო პორტრეტები, პეიზაჟები გულუხვმა მამაჩემმა გააჩუქა, არც კი ვიცით სად ინახება. სახლში კი თითო-ოროლა ახლობლების პოტრეტები და ჩანახატები შეგვრჩა.
გამოფენაზე გვინდა იმ უზარმაზარი ფრესკების ფოტორეპროდუქციები გამოვაქვეყნოთ, ხოლო გამოფენა სამ თემას მინდა შეეხოს.
“ეკლესიები, ქალები, სვანეთი…”
იქნებ დამეხმარები, ჩემო ფეისბუკელო მეგობარო, და ულამაზესი ქართველი მხატვრის ნახატებს მომიძებნი. (განსაკუთრებით სვანეთის პეიზაჟების ბედი მაღელვებს.
თქვენი რ.ს,
P.S.
არ დაიზაროთ, გადაუღეთ რ.ი.სტურუას ნახატებს ფოტო და გამომიგზავნეთ.
თქვენი მონამორჩილი”.

Снимок

 

კომენტარის დატოვება