“ვეტერანებს დაფასება უნდათ, შეუფასებელია მათი წვლილი…”

უფლებადამცველი და ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე ულოცავს მეორე მსოფლიო ომის, ვეტერანებს გამარჯვების დღეს, 9 მაისს და ხელისუფლებას მიმართავს, მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს ვეტერანთა წინაშე არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.

„შეუფასებელია ის წვლილი და ის მსხვერპლი, რაც საქართველომ გაიღო სამამულო ომის დროს ბრძოლაში, სამწუხაროთ წლების მანძილზე ვეტერანთა წინაშე მდგარი მთელი რიგი პრობლემები დღესაც სრულად გადაუჭრელი რჩება, ქვეყანა შორს არის ამ მოწყვლადი ჯგუფის სათანადო სოციალური მხარდაჭერისაგან. ვეტერანებისათვის დღემდე არ არსებობს სათანადო თანმიმდევრული პოლიტიკა ხარისხიანი ჯანდაცვის და სარეაბილიტაციო პროგრამების განსახორციელებლად. ვეტერანებისათვის დღემდე ისევ რჩება გადაუჭერელი მთელი რიგი ყოფითი და საცხოვრისის პრობლემები.

აღნიშნულზე არაერთხელ გვაქვს ჩვენი პოზიცია მედია–საშუალებებით დაფიქსირებული ვეტერანებთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარება მთელ საზოგადოებას გვავალდებულებს და, პირველ რიგში, ქვეყნის ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს ყველაფერი გაკეთდეს ქვეყნის წინაშე ამ ღვაწლმოსილი ხალხის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული სწორი პოლიტიკის საწარმოებლად.

ეს არის და იქნება ქვეყნის ხელისუფლების ვალდებულება მომავალი თაობების წინაშე, მათი პატრიოტული აღზრდის საქმეში“ – ნათქვამია  გიორგი თევზაძის  განცხადებაში.