“რესპუბლიკური პარტია” “ცენტრისტების” წინააღმდეგ

“რესპუბლიკური პარტია” საკონსტიტუციო სასამართლოს ბედუკაძის პარტია “ცენტრისტებისთვის” საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს

რესპუბლიკელები ცენტრისტების მიერ მომზადებულ საარჩევნო რეკლამის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობენ და პოლიტიკური მოძრაობისთვის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადებიან. თამარ კორძაიას თქმით, ცენტრისტების ქმედების შედეგად კონსტიტუციის გარდა დაირღვა კანონმდებლობის ორი მუხლიც.

რესპუბლიკური პარტია რეკლამაში გასული დაპირებებით საქართველოს მოქალაქეების შერაცხყოფაზე საუბრობს.

“საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი კრძალავს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას და შექმნას, რომლის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიაცენტრისტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაჟღერებული განაცხადი არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციის მითითებულ ნორმას, ასევე პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მეხუთე და 23-ე მუხლის მოთხოვნებს, თუ არაფერს ვიტყვით იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში,”-აცხადებს თამარ კორძაია.

კომენტარის დატოვება