“თუ სპეცოპერაცია ბარიგების მაღალჩინოსან მფარველებზე არ გაიყვანს გამოძიებას, მაშინ მიზანშეწონილობა საკამათო გახდება ჩემთვისაც”

F-news

ზვიად კვაჭანტირაძე

უმრავლესობის დეპუტატი

-იმედი მაქვს 8 ნარკობარიგის დაკავებით არ დამთავრდება დღეს ჩატარებული ერთდროული სპეცოპერაცია და თუ იგი ბარიგების მაღალჩინოსან მფარველებზე არ გაიყვანს გამოძიებას, მაშინ ამ სპეცოპერაციის ეფექტი და მიზანშეწონილობა საკამათო გახდება ჩემთვისაც.

დღეს ვერავინ დააჯერებს საზოგადოებას, რომ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა/გასაღებას “კრიშები” არ ყავს. დადგა დრო მათი სახეები გვაჩვენოთ!

ველოდებით სწრაფ გამოძიებას! ისედაც ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ.