აქციაზე რეგბისტები მივიდნენ

რუსთაველზე აქცია გრძელდება. ამ წუთებში აქციაზე რეგბისტები მივიდნენ. აქციამ ბორჯღალოსნებს გამარჯვება მიულოცეს. სპორტსმენების სახელით საზოგადოებას გიორგი ზარია მიმართავს. ის სოლიდარობას უცხადებს სარალიძის ოჯახს და აცხადებს, რომ უსამართლობასთან ბრძოლაში სპორტსმენები საზოგადოებასთან იდგებიან.