“ყველა ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია!..”

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭიოს წევრმა, უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ, მედიას გააცნო საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის განცხადება:

„ საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ყურადღებით აკვირდება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის სამართალწარმოების პროცესში ადვოკატების მონაწილეობას და მისასალმებელია, რომ მათ, ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ხელშეშლის გარეშე კვალიფიციურად განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობები.

აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა ცხადყო, რომ სამართალდამცველი სტრუქტურებში, აუცილებელია სისტემური ცვლილებები ამათანავე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებლო სტრუქტურის ჩამოყალიბება რომელიც ხელს შეუწყობს მართლსაჯულების განვითარებასა და მის რეალურ დამოუკიდებლობას, ამასთანავე ყურადსაღებია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და სამართლიანი სასამართლოს არსებობა, როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო, და ადმინისტრაციული მიმართულებით, რომლის მიღწევას ძირეული რეფორმები ესაჭიროება, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ერთმანეთისაგან განმიჯნოს სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები. თუმცა მეორეს მხრივ აღინიშნოს, რომ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები, როგორც ხელისუფლების ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, რომელზეც ხელისუფლებამ და სამართალდამცველ სტრუქტურებმა ამომწურვი პასუხები უნდა გასცენ…

როგორც ხორავას ქუჩაზე ჩადენილ შემზარავ დანაშაულის ფაქტის მიმართებაში რადგანაც ამ დანაშულის ფაქტის ჩამდენი და მაში მონაწილე არცერთი დამნაშავე პირი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, რადგანაც საზოგაგადოებას უსამართლობის განცდა არ უნდა დარჩეს, ხოლო სამართალდამცავი უწყებები კი თავის სიმაღლეზერ უნდა აღმოჩნდნენ თუ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრეტენზია გვაქვს. ამასთანავე საზოგადოებისათვის მიშვნელოვანია არაერთი სხვადასხვა საკითხები რაც მოსახლეობას აღელვებს და რამაც გააჩინა უნდობლობის ბზარი მოსახლეობის ნაწილსა და ხელისუფლების მიმართ, მათ შორის უნდა აღინიშნოს ხელისუფლების დამოკიდებულება საყდრისთან მიმართებაში ….

დღესაც მოსახლეობის უმრავლესობისათვის და განსაკუთრებით ბოლნისის ადგილობრივი მოსახლეობის გაკვირებას იწვევს შპს „ არენჯი გოლდის „ მიმართ ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება…. რასაც ადგილობრივი მოსახლეობა სამართლიანად გამოხატავს უკმაყოფილებას და აპროტესტებს თუმცა რეალურად მათი ყურადღების მიმქცევი ხელისუფლების მხრიდან დღმდე არავინ გამოჩნდა, მოსახლეობა სვამს ლოგიკური კითხვას რატომ ?…

სწორედ ეს და სხვა საკითხების სიმწვავემ და პასუხ გაუცემელმა კითხვებმა მოსახლეობის დიდ ნაწილში გააჩინა უნდობლობის ბზარი ხელისუფლების მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყანაში არსებული მოსახლეობის ეკონომიურ სოციალური სიდუხჭირეზე და სხვადასხვა იმ პრობლემატიკურ საკითხებზე რომელზეც საზოგადოება საჯაროდ საუბრობს…

რაც შეიძლება ნაკლებად სჩანდეს ხელისუფლების სიმააღლეებიდან რატომღაც არჩევნების მერე ყველა ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი… „