„გამოცდა ხელბორკილებით“ ინგლისურ ენაზე ითარგმნება

   ის სტუდენტობის პირველი დღეებიდანვე იდევნებოდა თავისუფალი აზრისთვის, იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ და ცდილობდა არსებული მანკიერების გამოვლინებას. მერე იყო დაკავება…პატიმრობის 5 საშინელი წელი…ზეწოლა…ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ ვერ გატეხეს, რწმენა ვერ დააკარგვინეს. ალექსანდრე ახალკაცი მუდამ დევიზით-“ადამიანი შეიძლება გაანადგურო ფიზიკურად, მაგრამ მორალურად ვერ გაანადგურებ!”-ცხოვრობდა და გაუძლო, თუმცა არა მარტო გაუძლო, არამედ იმ წლების მერე წარმატებასაც მიაღწია. სწორედ ციხეში დაიწერა რომანი „გამოცდა ხელბორკილებით“, რომელიც გამოსვლამდეც კი ბეტსელერად იქცა. წიგნად გამოცემამდე ხელწერილი ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა, ყველა ელოდა სტამბიდან მზის შუქზე გამოსულ წიგნს.

წიგნის პრეზენტაცია

10931528_342862765898123_229849974131078781_n

რომანი ქართველმა მკითხველმა კარგად მიიღო და ალბათ აღარც კი დარჩა ადამიანი ერთი ამოსუნთქვით არ წაეკითხა „ბორკილებიანი აბიტურიენტის“ ციხის მუქ სამყაროში აღწერილი რეალობა. მაშინ ალექსანდრეს ალბათ ვერც კი წარმოედგინა, რომ მის რომანს ასეთი აღიარება ხვდებოდა წილად.

დღეს კი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „გამოცდა ხელბორკილებით“ ინგლისურ ენაზე ითარგმნება და უკვე სექტემბრიდან მისი გაცნობის საშუალება უცხოეთშიც ექნებათ. ინფომაციის გადასამოწმებლად თავად ალექსანდრე ახალკაცს დავუკავშირდით, რომელმაც დაადასტურა, რომ რომანი ითარგმნება.

-„დასრულდა ბოლო დეტალების შეთანხმება და რომანი ინგლისურ ენაზე ითარგმნება. სექტემბერში უკვე შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა უცხოელებმაც წაიკითხონ“-განაცხადა ავტორმა.

წარმატებები ახალგაზრდა მწერალს!

10959549_345521915632208_2760819101918537598_n

კომენტარის დატოვება