არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინტერესისა, არ გამაჩნია

   კონფერენციაზე ”საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო” , ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში პირადი ბიზნესი არ აქვს და არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინტერესისა, საქართველოში არ გააჩნია.

-„არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინტერესისა, არ გამაჩნია. თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში და ამას მინდა, ხაზი გავუსვა. ჩემი როლი არ არის დღეს ბიზნესში პირადული, რადგან პირადი ბიზნეს ინტერესები საქართველოში არ მაქვს”- აცხადებს ივანიშვილი.

აქვე ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ ვინმე დაინტერესდება ნებისმიერი პროექტით , რომელიც თანაინვესტირების ფონდთან კავშირშია, მზად არის  ფასდაკლებით და შეღავათებით გადასცეს.

  -„ ჩემი ერთადერთი მიზანი ამ პროექტებთან დაკავშირებით გახლავთ, რომ ტურისტული ბიზნესი და ეკონომიკა განვითარდეს. ჩემი ერთადერთი საზრუნავი გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვავითაროთ. ამისთვის გვჭირდება, ეს არჩევნები ჩავატაროთ ღირსეულად. ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომ სალაპარაკო არ გახდეს მთელ მსოფლიოში და რაიმე ხინჯი არ ახლდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი ჩართულობის, საზოგადოების გაგების, სწორი ანალიზის, რომ სწორი არჩევნები გავაკეთოთ” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება