დღეს ოლიმპიადაზე სამი სპორტსმენი იასპარეზებს – წარმატებები მათ!

რიოს ოლიმპიადაზე დღეს 18 აგვისტოს სპორტის ორ სახეობაში 3 ქართველი სპორტსმენი გამოვა.

მძლეოსნობაში იასპარეზებენ ბირთვის მკვრელი ბენიკ აბრამიანი და სიმაღლეზე მხტომელი ვალენტინა ლიაშენკო.

16:55 – 17:43 ბირთვის კვრა: კვალიფიკაცია

17:00 – 19:00 სიმაღლეზე ხტომა: კვალიფიკაცია

კანოეთი სპრინტში 200 მეტრზე დისტანციაზე ქვეჯგუფსა და 1/2-ფინალში წარმატებული გამოსვლის შემდეგ ზაზა ნადირაძე ფინალში გამოვა.

16:08 – 16:22 200 მ – ფინალი

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება