ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები უნდა გამკაცრდეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. მისივე განმარტებით, გასაძლიერებელია მუშაობა როგორც ესკორტის მიმართულებით, ასევე იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ექსკურსიებს ახორციელებენ.

„როგორც კი დავბრუნდები თბილისში, შევხვდები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს” – თქვა ჩხენკელმა.

მინისტრმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მიიღო.

მან ასევე მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.