“ტრაგედია გადააქციეს პოლიტიკურ თამაშად…”

გია ვოლსკი

უმრავლესობის დეპუტატი

-რაღაც ფარსი დადგეს და ვერ შეასრულეს, ხან მაჭუტაძე, ხან ვაშაძე…

ეს უშველებელი ტრაგედიაა და ეს ტრაგედია გადააქციეს პოლიტიკურ თამაშად, რომლის ფინალი რის მძიმე. ისინი ფიქრობდნენ სხვა ფინალს, რომელიც ქვეყანას შეარყევდა, მაგრამ როგორც კი ნაბიჯები გადაიდგა პარტიებმა გადაწყვიტეს ამ ადამიანის ბედით ეთამაშათ.

მე მესმის მამის, ვფიქრობ ეს არის ემოცია, მაგრამ მოვუწოდებ-კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ რა ინფორმაციას ატარებენ, ნუ მოითხოვენ ისეთ რაეს, რომ გამოძიების გარეშე ადამიანი დაისაჯოს, სინამდვილეში პათოსი არის სულ სხვა და ყველას გვინდა რეალური დამნაშავე დაისაჯოს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, სახელმწიფო დაინტერესებულია სტაბილურობისათვის და სამართლიანობის აღდგენისთვის, ასე რომ სახელმწიფო ყველაფერს ეცდება დააყენოს სამართლიანობა და მიაღწიოს სტაბილურობას.