კარვებთან სამართალდამცველები ჩადგნენ, საწოლები და ლეიბები კი პოლიციამ წაიღო

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ დადგმული კარვები საავტომობილი გზიდან გადაიტანეს. რამდენიმე წუთია რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა.

ასევე კარვებთან სამართალდამცველები ჩადგნენ, საწოლები და ლეიბები კი პოლიციამ წაიღო.

აქვე აღსანიშნავია:

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეების მოსყიდვისა და დაშინების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა.

პატიმრობის შეფარდებამდე მორჩაძემ ვრცლად ისაუბრა მომხდარზე. მისი თქმით, ის სულ სამჯერ იმყოფებოდა კალანდიების სახლში, თუმცა მას პირადი საუბარი მიხეილ კალანდიასთან არ ჰქონიათ. მორჩაძე ამბობს, რომ მოსყიდვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია, მან მიხეილ კალანდიას მხოლოდ რჩევები მისცა.

ფოტო: თეონა გიორგელაშვილი