დავით ჭიჭინაძე: მთავრობა უნდა გადადგეს!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ისევ ხისტ განცხადებას აკეთებს და ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს.

ჭიჭინაძის განცხადებით, Unicef-ის კვლევიდან ჩანს, რომ ქვეყანაში მძიმე სურათია, “ვფიქრობ, ეს არის ზუსტად საფუძველი ქვეყანაში უსამართლობის განცდის”, – ამბობს ჭიჭინაძე. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ჭიჭინაძე აცხადებს, რომ აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში მთავრობის გადაყენების საკითხი უნდა დადგეს.

“მთავრობის გადაყენების საკითხი არის დღის წესრიგში დასაყენებელი. მათ შორის, როდესაც ჩვენ ვერ ვართმევთ თავს იმას, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ, ამას ვავალებთ იმ კომისიას, უმცირესობას, რომელიც ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ნერგავდა უსამართლობას, მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ მთავრობის გადაყენება”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.