საფრთხე საკმაოდ სერიოზულია, ვერის ხეობაში ახალი მეწყერებია განვითარებული!

   ნინო ჩხობაძე

  „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები“

-” ვერის ხეობაში დიდი მასაა დარჩენილი და გარდა ამისა ახალი მეწყერებია განვითარებული ის, რომ ახალდაბის კუთხეში მეწყერი ჩამოიშალა და სამსახურებმა მკაფიო რეაგირება დაიწყეს და შეეცადნენ რომ მანქანები არ დაეშვათ ამ ტერიტორიაზე, ყველამ იცის რომ საფრთხე ნამდვილად არსებობს, მითუმეტეს, რომ საფრთხე საკმაოდ სერიოზულია რადგან ძირითადი მასა მოწყვეტილი მეწყერისა ჯერ კიდევ ადგილზეა და ასეთი ამინდების პირობებში ის კვლავ შეიძლება გაჯერდეს წყლით და ისევ დაიძრას. პირველი ღონისძიება უნდა იყოს გაფრთხილებითი. კერძოდ არ იბანავონ ვერეში. ნუ გავაკეთებთ იქ წინ და უკან სიარულს, რადგანაც წყალი შეიძლება მოვარდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა მდინარე თბილისში მთის მდინარეა და მათ ახასიათებთ წყალმოვარდნები. ერთერთი პრევენცია ის არის, რომ სახლს ნუ ჩავდგამთ კალაპონტში, ნუ ჩავდგამთ სახლს მდინარის ზემოთ, რადგან ამან შეიძლება ისეთი პროცესი გამოიწვიოს, რომ თავად ეს სახლი გახდეს მაპროვოცირებელი დიდი წყალდიდობისა. რთულია ციფრების მოყვანა, მაგრამ გეტყვით რომ ამას შეუძლია ვერეს გადაკეტვა.

უნდა გატარდეს ქმედითი ღონისძიებები. ყველა უწყება უნდა იყოს ჩართული. გამაფრთხილეებელი და პრევენციული სისტემების დანგერგვა მხოლოდ ვერეს ხეობაში არაა საკმარისი, რადგან წინასწარი გაფრთხილების სისტემა ყველა მდინარეზე უნდა არსებობდეს. რადგან ყველა მდინარე პოტენციაში რისკების მატარებელია. თუ ნასას კვლევებს დავუჯერებთ გველოდება ცხელი ზაფხული საბოლოო ჯამში და შეიძლება იყოს ექსტრემალური ტემპერატურის რაოდენობის მატებაც“-აცხადებს ჩხობაძე.

კომენტარის დატოვება