„რადგან გაიქცნენ-ვამხელ კვირიკაშვილსაც და ქუმსიშვილსაც! გადადგომისას კვლავ იცრუა…“

სულ რამდენიმე დღის წინ ქართულ-ამერიკული ალიანსის საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა მაშინ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს საჯაროდ მიმართა – „ტყუილს ამბობ, პრემიერო!“

იხ.

https://www.gmtv.ge/41588-2/

დღეს კი, კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას შიხიაშვილი ისვე გამოეხმაურა და ოცნებასაც მიმართა-თავს ნუ იტყუებო.

-კვირიკაშვილმა გადადგომისას კვლავ იცრუა, როცა თქვა-მე მუდამ ვშრომობდი ქვეყნის ეკონომიკის აღმშენებლობისთვისო. სწორედ კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა შეაჩერეს “გეორგიას”-ქართული “მოშავის” პროექტი!

მე მქონდა იმედი, რომ ისინი ამ პროექტს უჩემოდ(ჩემი გადადგომის შემდეგ) მაინც გააგრძელებდნენ. ამიტომ არასდროს შემიშლია ხელი. მაგრამ დღეს, როცა გაიქცნენ! არა გადადნენ, არამედ გაექცნენ პასუხისმგებლობას! ამიტომაც ვამხელ! მათ ისე წაიყვანეს საქმე(და არამარტო მათ), რომ ნაცმოძრაობის და ევროპული საქართველოს, ლამის ტყვე გახადეს ქართული ოცნება!

დღეს ბოკერიას ხელში ჩაუგდეს ინსტრუმენტი (საგამოძიებო კომისია), რითაც ის და მისნაირები ეცდებიან დეზინფორმაციის უზარმაზარი ტალღა ააგორონ ქართული ოცნების წინააღმდეგ! როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ! დღეს კი მოზეიმე სახეები აქვთ და პრემიერის გადადგომას, თავის გამარჯვებად თვლიან!

ქართულო ოცნებავ, გონს მოდი! გინდა რომ ბოკერიამ და უგულავამ აქეთ გაგასამართლოს! ნუ მოიტყუებ თავს! არასდროს არ გახდება ბოკერია, ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებაში შენი პარტნიორი! მკვლელს, უსამართლოს,მოძალადეს, ქრთველთმოძულეს, ბოკერიას, როგორ ჩაუგდეთ ხელში საგამოძიებო კომისია?! მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს “სოროსის ძუძუთი გამოზრდილებს” ქვეყნის დამარცხების საშუალება და ჩვენი ერთობით, ჩვენ ხალხი მაინც დავიწყებთ ქვეყანაში “გეორგიას”-ქართული “მოშავების” პროექტს! რაც გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან! ჩვენ დაგვეხმარებიან, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრები ამერიკიდან და ისრაელიდან!

“გ ე ო რ გ ი ა” ჩვენი პროექტია!