მიდის თუ არა რუსული კვალი მამუკა ლომაშვილამდე?

რუსული ფული და პრორუსული ძალების გაძლიერება ეს უკვე თითქმის ყოველდღიური განხილვის თემა გახდა, მაგრამ ის, რაც ეს რამდენიმე დღეა გვესმის, ვფიქრობთ ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება და გვაგონებს „ბრძოლას წესების გარეშეს“, რადგან პოლიტიკაში ბავშვების სამყაროს გარევა, უბრალოდ დანაშაულია!

ფეისბუქზე უკვე ვრცელდება საბავშვო თეატრის „მაჩაბელას“ ახალი სპექტაკლის „ბურატინოს“ პრემიერის აფიშები. პრემიერა ჯერ არ გამართულა და უკვე ისმის ხმები, რომ თეატრის ხელმძღვანელმა, მამუკა ლომაშვილმა ეს სპექტაკლი საქართველოში პრორუსული ძალების დაკვეთით დადგა და უკვე საბავშვო თეატრებშიც შეაღწია რუსულმა ფულმა.

მავანნი იმასაც ამბობენ, რომ სპექტაკლის დადგმის სანაცვლოდ ლომაშვილს „დამკვეთი“ თეატრისთვის შენობას და პოლიტიკაში შეყვანას ან მაღალ თანამდებობას დაჰპირდა.

ჩვენ მამუკა ლომაშვილს დავუკავშირდით.

-ბატონო მამუკა, პრემიერა როდის გაქვთ?

-25 ივნისიდან იწყება, ყველა სპექტაკლის ბილეთი უკვე გაყიდულია, რაც საკმაოდ დიდ სტიმულს გვაძლევს და კიდევ ერთხელ ვხედავთ როგორ სჭირდებათ ჩვენს ბავშვებს სულიერი, ჯანსაღი გარემო.

-როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამჯერად პრემიერაზე სასაუბროდ არ გიკავშირდებით. ამბობენ, ახალი სპექტაკლი რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია და საკმაოდ დიდი ჰონორარიც არისო გამოყოფილი. ის კი არადა, იმასაც ამბობენ, რომ ეს თქვენი პოლიტიკაში წარმატებული შესვლის გარანტიაა. რას იტყვით?

-პირდაპირ პუტინის დაკვეთაა, ახლა დამირეკა ზუსტად. აი, ჰონორარზე რომ გიპასუხოთ, ჯერ თქვენ მითხარით-რას ამბობენ, უკვე გადმოირიცხა თუ აწი აპირებენ? და ისიც რომ დავადგინოთ, რა თანხაზეა საუბარი, ღირს?

-არც ის იცით, გარანტირებული თანამდებობა ან დეპუტატობა რომ გელოდებათ?

-რომელ ქვეყანაში? ჩვენთან თუ პუტინთან?

-ძალიან ჩვეულებრივად მიიღეთ ეს ამბავი თუ უბრალოდ ცდილობთ იუმორით შეხედოთ?

-არ გამკვირვებია, რადგან თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამას მეუბნება. პირველად ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ვინც ეს ჭორი გაავრცელა უბრალოდ არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანია! მარაზმია ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება ბავშვების პოლიტიკაში გარევა. ასეთი საშინელება როგორ უნდა მოუვიდეს ნორმალურ ადამიანს თავში! ეს არის დანაშაული და არ შეიძლება ყველაფერი ბინძური პიარისთვის იყოს გამოყენებული.

მე არც არავისი მეშინია და არც არავის წინაშე არ ვარ ვალში,  არავის მივცემ უფლებას ბავშვების სამყაროში შემოიჭრას!

13406767_910402755748628_1654282642042622279_n

 

0 Comments

Leave a Comment

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password