პოლიტიკოსები ტერიტორიული საკითხით მანიპულირებას იყენებენ მძიმე არტილერიად, არადა თითიც არ გაუნძრევიათ ამ საკითხის მოსაგვარებლად!

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყველა მოქალაქეს უნდა-ამაში ვთანხმდებით ყველა, მაგრამ უკვე აქტუალური ხდება კითხვა-რის ფასად?

  დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბრობენ პოლიტიკოსები, აცნობენ საზოგადოებას დაბრუნების გეგმას, მაგრამ არც ერთ მათგანს აზრადაც  არ მოსვლია შეხვედროდა თავად დევნილ მოსახლეობას და მათი აზრი მოესმინა.

ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა „ცენტრისტების“ მიერ რუსული ბაზების საქართველოში დაკანონების თემამ. უბლოკო სტატუსის საკითხმაც საკმაო რეზონანსი გამოიწვია.

რას ფიქრობენ დევნილები ამ საკითხზე და რამდენად რეალურად ეჩვენებათ ამ გზით ტერიტორიების დაბრუნება? თანახმა იქნება თუ არა დევნილი მოსახლეობა ამ ფასად დაბრუნდეს სახლში? ან რამდენად უსაფრთხოდ იგრძნობთ იქ ასეთ დროს თავს? რას ფიქრობენ დევნილები და თავად როგორ ესახებათ დაბრუნების გზა?

სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით საკმაოდ აქტიურ დევნილ მოქალაქეებს.

კახა შამათავა

არასამთავრობო ორგანიზაცია „გზა აფხაზეთისკენ“

-„რუსული სამხედრო ბაზების თემა, ესაა წინასაარჩევნოდ გასროლილი მესიჯი, კონკრეტული სეგმენტისთვის,ვინც ეს გააჟღერა,იმანაც იცის, რომ ეს აბსურდია, მაგრამ არაფერი არ ჰქონდა შესათავაზებელი თუნდაც ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც რუსული ჩექმა მოენატრა,ხომ ნახეთ რა რეაგირება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან,ვიღაცამ ნერვები დაიწყვიტა,ვიღაცამ ფული გააკეთა.დააკვირდით დღეს რა ხდება წინასაარჩევნო ომში,პრაქტიკულად,პოლიტიკურ პარტიებს,ცალკეულ პოლიტიკოსებს,არაფერი არ აქვთ სათქმელი ელექტორატისთვის,სოციალურ-ეკონომიკური ფონი ისევ მძიმეა და მისი გამოსწორება ასე ჩქარა არ მოხდება,სხვა რა უნდა უთხრან ხალხს,ამ ფონზე, პოლიტიკურ ჯგუფებს თავში მოუვიდათ გლობალური მასშტაბის სატყუარის ჩაგდება,ერთნი ამბობენ ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვა დავაკანონოთ,მეორენი უბლოკო სტატუსს ითხოვენ,მესამენი ნეიტრალიტეტს,ამ დროს,არც ერთი არ ლაპარაკობს კონკრეტული ფაქტებით,რას მოუტანს ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ესა თუ ის გაერთიანება,ამ ჯგუფების ინიციატივების ძირითადი ქვაკუთხედი(ემოციაზე სათამაშოდ) არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,მიაქციეთ ყურადღება,24 წლის განმავლობაში წინასაარჩევნოდ,ეს პოლიტიკოსები მხოლოდ ტერიტორიული საკითხით მანიპულირებას იყენებენ მძიმე არტილერიად,არადა თითიც არ გაუნძრევიათ ამ საკითხის მოსაგვარებლად,ამ ინიციატივების გამჟღერებელთა ერთი ჯგუფი,აფხაზეთს საქართველოდ არ მიიჩნევს,მეორე კოდორის ხეობას,ზემო აფხაზეთს აარქმევს და სასაზღვრო ზოლს უვლებს ახალგორთან,მოკლედ პოპულისტი,თანამდებობებს,ფულს დახარბებული კლანურ-ჯგუფური საარჩევნო კამპანია გამართეს დევნილთა ხარჯზე,ამ დროს,ერთი დევნილიც არაა წარმოდგენილი პარლამენტში.ამ ყველაფრის საპირწონედ მე მინდა მოგახსენოთ ჩვენი გუნდის,სახალხო მოძრაობა-გზა აფხაზეთისკენ,სრულიად ახალი რეალური,ინიციატივა,ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი ბლოკებში გაერთიანებაზე მანამ სანამ,არ გაირკვევა ტერიტორიული საკითხის მოგვარების რეალური გზები,ჩვენი აზრით,ეს საუკეთსო პოზიციაა ჩვენს მოდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის,მე აქ არ გავშლი ამ საკითხს,სხვა შესაძლებლობებიც გვექნება ამისთვის მაგრამ,გეტყვით რომ,ჩვენი ეს ინიციატივა,შეიცავს სიმშვიდის,სტაბილურობის,პოლიტიკური მანევრირების საშუალებებს,სამეზობლო თუ საერთაშორისო ასპარეზზე,ასე რომ,პრაგმატულად უნდა მივუდგეთ საკითხებს,ტერიტორიული საკითხებით მანიპულირების საშუალებას,ჩვენ,დევნილი საზოგადოება არავის არ მივცემთ,დამთავრდა ეს დრო,დროა დევნილმა საზოგადოებამ ხელში აიღოს ინიციატივა და დაიწყოს ამ საკითხზე ფართომასშტაბიანი მუშაობა,ამისათვის საჭიროა დევნილი საზოგადოების პროფესიონალი წევრების ჩართვა სახელმწიფო მართვის სისტემაში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ,შეიძლება დღეს ჩვენი ახალი გუნდი არაა ხალხმრავალი მაგრამ,შემართება და გონივრული,ჯანსღი ამბიცია გვაძლევს ძალების კონცენტრაციის,დევნილთა კონსოლიდაციის უზარმაზარ შესაძლებლობებს.ასე რომ,ელოდეთ ახალ ძალას,ჩვენ ერთი გზა გვაქვს,გზა აფხაზეთისკენ და ის ჩვენ,ღირსეულად უნდა გავიაროთ!“

მერაბ ბერაია

„პროგრესულ-დემოკრატიული პარტია“

-„სანამ ოკუპირებულია ტერიტორიები, დევნილი მოსახლეობა ვერ დაბრუნდება.თუმცა მე ვთვლი, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან უნდა გაგრძელდეს. თუ სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნება საქართველოს სასარგებლოდ, რაზედაც ეჭვი მეპარება, მივესალმები. უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს თავს ის ნაწილი დევნილებისა,რომელთაც იარაღით ხელში იცავდა მის ტერიტორიას“.

ჩვენ გავაგრძელებთ დევნილ საზოგადოებასთან საუბარს და შემოგთავაზებთ მათ ხედვას და აზრს-თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას პირველად და როგორ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება