დღეს პანკისში დაწყებული აქცია შესაძლოა თბილისში გაგრძელდეს

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელმა გვითხრა, დღეს პანკისში  აქცია გაიმართება. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.

ოჯახის ახლობელის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები  სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში 14:00 საათზე შეიკრიბებიან და ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნას გააჟღერებენ.

უკვე არსებული ინფორაციით, შესაძლებელია აქციები თბილისში გაგრძელდეს.