ვახტანგ კიკაბიძე: ძალიან გამიხარდა საბჭოთა კავშირის დაშლა

მსახიობმა და მომღერალმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ რადიოსადგურ Говорит Москва-ს ინტერვიუ მისცა, რის შემდეგაც ის რუსეთში კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. მომღერალმა განაცხადა, რომ თავისი კარიერა თვითონ გაიკეთა და ამისათვის მადლობის გადახდას არავისთვის აპირებს. “მე ჩემი თავი ჩემით შევქმენი”, – ამბობს კიკაბიძე.

კიკაბიძემ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის და მისი მოქალაქეების მიმართ სიძულვილი არ ჰქონდა. “სსრკ-ს მიმართ სიძულვილი არ მქონდა. სიძულვილი საერთოდ  ძალიან ცუდი სიტყვაა. მე არ მომწონდა საბჭოთა კავშირის გერბი. ეს ყველაზე უნიჭო ქმნილებაა, რაც კი პლანეტაზე არსებობს. რა შუაშია აქ საბჭოელი ხალხი?”, – აღნიშნა მომღერალმა.

თავისი სიტყვების განმარტება კიკაბიძეს ვრცელი ინტერვიუს მიცემის შემდეგ მოუწია, რომელშიც თქვა, რომ 1991 წელს სსრკ-ს დანგრევა გაუხარდა და აღნიშნა ისიც, რომ ამჟამინდელი რუსეთის დაშლისკენ მიემართება.

რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი კიკაბიძის განცხადებას გამოეხმარა. განცხადებაზე კომენტარი ალექსეი პუშკოვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კიკაბიძემ პოპულარობა საბჭოთა კავშირის დახმარებით მოიპოვა. „წლები ემატება სიბრძნე კი არა” – წერს სენატორი.