საქართველოში “ფერადი რევოლუციონერების” კონსოლიდაციის საშიში პროცესი მიმდინარეობს

სოსო მანჯავიძე

მუნდიალის ყურებაში გართულ საქართველოში “ფერადი რევოლუციონერების” კონსოლიდაციის მეტად საშიში პროცესი მიმდინარეობს.
ამის ნათელი მაჩვენებელია როგორც აქციების და საინფორმაციო საშუალებების რევოლუციური პათოსი,ისე სოციალურ ქსელში განხორციელებული აქტივობები.
კერძოდ,შექმნილია “რევკომი “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების” სახელით,სადაც გაერთიანებულნი არიან:

არასამთავრობო ორგანიზაციები:

1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (ეკა გიგაური)
2.საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (გიორგი მშვენიერაძე)
3.. EMC (სოფო ვერძეული)
IDFI (გიორგი კლდიაშვილი)
4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (სულხან სალაძე)
5. Ifact.ge (შოთა დიღმელაშვილი)
6.აუდიტორია 115 (გიორგი არობელიძე)

პოლიტიკური პარტიები:

1. ნაციონალური მოძრაობა
2. გირჩი
3. ევროპული საქართველო
4. რესპუბლიკური პარტია
5. გიორგი ვაშაძის პარტია

ჯგუფი აქტიურად იყენებს თანამოაზრე მედია-საშუალებებს:

1. რადიო თავისუფლება
2. რუსთავი 2
3. On.ge
4. Tabula.ge
5. Netgazeti.ge
6. Liberali.ge
ჯგუფის მიერ განხორციელებულ ღონისძიებების ფერი,სუნი და გემო მათი მოქმედების უხამსი,გამომწვევი და თავხედური სტილი,დემაგოგია და სიცრუე, აშკარად მიუთითებს მათ ლიბერალ-ფაშისტურ გენეზისზე
.
ამის დასტურად მათ მიერ განხორციელებული აქციების
ჩამონათვალიც იკმარებდა. მაგალითად:
„ჰაჰა“ კამპანია გიორგი კვირიკაშვილის პოსტზე;
მეტროს მუშაკთა გაფიცვის თემის აქტუალიზაცია;
კამპანიები თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით;
SAD” – ემოციით მამუკა ბახტაძის ფბ გვერდის ტროლინგი. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ფბ გვერდების(PAGE) ორგანიზებული დარეპორტება (მიხეილ უკრაინოლოგი და სხვ.

ამ სასახელო საქმიანობაში განსაკუთრებულად გამოირჩევიან:
* ევროპული საქართველო და მათი ონლაინ რესურსები (ტაბულა;ონ.ჯი)

*გირჩი – პარტ.აქტივი და მათთან ასოცირებული პირები

* ფორმულა კრეატივის გუნდი – ქეთი დევდარიანი, მიშა მშვილდაძე და ა.შ.

*ნაციონალური მოძრაობა – რუსთავი 2; პარტიული აქტივი + მათი სატელიტი ენჯეო აქტივი

* აუდიტორია 115 – გიორგი არობელიძე

* საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო -ეკა გიგაური, ერეკლე ურუშაძე, ლაშა სენაშვილი

*საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

* ჟურნალი ლიბერალი – ჟურნალისტები და მათთან ასოცირებული პირები

*ნეტგაზეთი – ჟურნალისტები და მათთან ასოცირებული პირები

* არასამთავრობო ორგანიზაციები – IDFI; EMS; checkfact.ge; ifact.ge; ფლანგვის დეტექტორი;

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა(გიორგი მშვენიერაძე)

ლგბტ აქტივისტები და მათთან დაახლოებული ნჯო-ები

მთელი ამ პატივცემული საზოგადოების დირიჟორებად კვლავ გიგა ბოკერია და ვითომ გამქრალი ლევან რამიშვილი გვევლინებიან.

მთელი ეს კამარილია ელოდება აშშ მ-ს ახალი ელჩის ჩამოსვლას.
როგორც ჩანს,აშშ საქართველოს კვლავ განიხილავს ინსტრუმენტად რუსეთისთვის მოწყვლად სამხრეთ-კავკასიურ რეგიონში პრობლემების შესაქმნელად.
ამისათვის მას სჭირდება უფრო აგრესიული,ჰომოგენური და მორჩილი ხელისუფლება,რომელიც მზად იქნება შეასრულოს ეს ფუნქცია.
ასეთები კი სწორედ ზემოთჩამოთვლილი პირები და ორგანიზაციები არიან,
უცნაურია,რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში მასთან იდეოლოგიურ დაპირისპირებაში მყოფ რესურსებს იყენებს.
როგორც ჩანს,გეოპოლიტიკური მიზნები აქ იდეოლოგიურ შეუთავსებლობაზე მაღლა დადგა.
მთელ ამ სქემაში ერთი დეფექტია.
მიუხედავად იმისა,რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება პარალიზებულია კოჰაბიტაციური შხამით და მისი რეიტინგი ძალიან დაბალია,მოწინააღმდეგე მხარეს კიდევ უფრო დაბალი ნდობა აქვს,რაც აქციებმაც ნათლად დაადასტურა.
ამიტომ ამათ არეულობის გამოწვევა შეიძლება მოახერხონ,მაგრამ თვითონ ვერ გახდებიან მისი შედეგების ბენეფიციარები-პირიქით, თამასუქების გასანაღდებლად იმგვარ სისაძაგლეებს ჩაიდენენ,რომ აუცილებლად დადგება მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღკვეთის აუცილებლობა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებითა და მათგან გამომდინარე მოქმედებებით.