ფინელებს უკვირთ თუ რატომ დასახელდნენ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ხალხად

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა. სიის ლიდერი ფინეთი გახდა, თუმცა თავად ფინელების მხრიდან ამას დიდი ირონია მოჰყვა. ამის შესახებ BBCწერს.

ფინელები ფიქრობენ, რომ ისეთი მაჩვენებლები, რაზე დაყრდნობითაც რეიტინგი შეადგინეს, – მთლიანი შიდა პროდუქტი, უმუშევრობა, ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები ვერ აჩვენებს ადამიანთა ბედნიერების ხარისხს, რადგან კეთილდღეობაზე ბედნიერება არაა დამოკიდებული.

როგორც ირკვევა, ისინი ნაკლებად აღიქვამენ ცხოვრებას, როგორც მნიშვნელოვან მოვლენად. მაგალითად გამოდგება ილინოისის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის ფარგლებშიც 132 ქვეყნის მოსახლეობა გამოკითხეს და სრულიად განსხვავებული სურათი გამოიკვეთა. მსოფლიოს უბედნიერეს ქვეყნებად აფრიკის ქვეყნები დასახელდა, სადაც მოსახლეობა სულაც არაა უზრუნველყოფილი და ცხოვრების დონეც გაცილებით დაბალია.

ლიდერ ქვეყნებად ტოგო და სენეგალი დასახელდა. ფინეთი და აშშ კი რეიტინგის ბოლო ადგილებს იკავებდნენ.

შესაძლოა, ადამიანების ბედნიერებისას რელიგია ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რადგან აფრიკის ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი რელიგიურია.