სავჩენკო: არავის ვუსურვებ ასეთ მეზობლობას!..

ჩვენ და საქართველოს საერთო მტერი გვყავს, ეს ჩვენი საერთო მეზობელია,- ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა და  რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ სტრასბურგში, ჟუნრალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ, უკრაინასა და საქართველოს, კონკრეტული ქმედებებით მხარი უნდა დაუჭიროს.

“არავის ვუსურვებ ასეთ მეზობლობას. ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი მეზობლის ყოლა ადვილი არ არის და თუკი ჩვენ საზღვარს ბრძოლით ვიცავთ, მათ მხარი უნდა დაგვიჭირონ თანმიმდევრულობით და კონკრეტული მხარდამჭერი ქმედებებით”- განაცხადა სავჩენკომ.

ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის კვოტით ევროსაბჭოს დეპუტატი გახდა.

კომენტარის დატოვება