“არა მარტო თქვენი მოქალაქეების, არამედ ტურისტების უსაფრთხოებაც დამთავრდება…”

„კვირის პალიტრა“ საქართველოს ხელისუფლებისადმი ახმედ ჩატაევის მუქარის შემცველ აუდიოგზავნილს აქვეყნებს. აუდიოგზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ახმედ ჩატაევისგან 2014 წლის ივლისში მიიღო. ჩატაევის მუქარის მიზეზი 2014 წლის 14 ივნისს საქართველოში “ისლამური ხალიფატის” წარმომადგენლის, აიუფ ბორჩაშვილის დააკავება გახდა, რასაც იმავე დღეს პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მოჰყვა. ბორჩაშვილს ტერორიზმის ხელშეწყობა, ასევე 2014 წლის 4 აპრილს 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 19 წლის რამზან ბაღაკაშვილის სირიაში საომრად გაგზავნა ედებოდა ბრალად. ახმედ ჩატაევი ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებას სთხოვდა და ულტიმატუმს უყენებდა.

არა მარტო თქვენი მოქალაქეების, არამედ მანდ მყოფი ტურისტების უსაფრთხოებაც დამთავრდება შემდეგი პარასკევიდან. ისინი, რომლებიც თქვენ დააკავეთ და ციხეში ჩასვით, აიუფი და მასთან ერთად სხვებიც, საქართველოს წინააღმდეგ არაფერს აკეთებდნენ. ამიტომ აიუფი, თემო მოჭიდავე და სხვები გამოუშვით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შესაძლებლობებს გაითვალისწინებთ თქვენი ქვეყნის კომფორტისთვის, სად და როგორ მიგვიწვდება ხელიჩვენ შემდეგ პარასკევამდე დავიცდით, თუ ჩათვლით საჭიროდ, გვიპასუხეთ, თუ არადა, იმასაც გავიგებთამის შემდეგ არა მარტო თქვენი მოქალაქეების, არამედ მანდ მყოფი ტურისტების უსაფრთხოებაც დამთავრდება შემდეგი პარასკევიდან, – ამბობს ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებისადმი აუდიოგზავნილში.

წყაროhttps://www.kvirispalitra.ge/versia/44486-qgashvebas-ithkhovda-da-mokvlith-gvemuqrebodaq-ra-ultimatumi-tsauyena-ahmed-chataevma-saqarthvelos-khelisuflebas.html

(ჩატაევის აუდიოგზავნილი იხილეთ)