თავდაცვის სამინისტრომ „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ დელეგაციას უმასპინძლა

თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და ნუკრი გელაშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის „პარტნიორობა დემოკრატიისთვის” დელეგაციას უმასპინძლა.

მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ყურადღება სტრატეგიულ მიმართულებებზე, ნატოსთან თანამშორმლობაზე, ასევე უწყებაში განახორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა. სტუმრებმა თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს შორის ურთიერთობაზეც მიიღეს ინფორმაცია.

აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისთვის რეკომენდაციის გაწევაა. ვიზიტის ორგანიზატორები აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტია (IRI) .