კახა კოჟორიძე: კანონპროექტი ჩიხური მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს

ტელეკომპანიების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე უკმაყოფილებას გამოხატავენ და კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვენ, თუმცა პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

როგორც კახა კოჟორიძემ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამუშაო შეხვედრა შედგა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს.

„მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, გამონახოს ყველა გზა და საშუალება იმისთვის, რომ კანონპროექტი ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიდეს და მის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ იმ სუბიეტებმა, ვგულისხმობ მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც პირდაპირ ეხება კანონპროექტი” – განაცხადა კოჟორიძემ.

კომენტარის დატოვება