ნატო-ს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე ნატო-ს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი განიხილეს. საბჭოს წინაშე მოხსენებით წარდგნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.