ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება

ტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებული პოლიციის თანამშრომელის, ლევან მამფორიას ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ლევან მამფორიას, რომელიც სუსმ-ა დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.  მისივე თქმით, აქმეში არსებული მასალები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებს.

„მას ედავებიან, რომ თითქოს მან იცოდა ტერაქტის შესახებ. მე გავეცანი საქმის მასალებს და ერთი დოკუმენტიც კი არ მიუთითებს იმაზე, რომ ლევან მამფორიამ იცოდა ტერაქტის შესახებ. ნაცნობობა ერთმანეთთან აკავშირებდათ მხოლოდ სოციალური ქსელიდან. ის გაწევრიანებული იყო ფეისბუქზე ერთ-ერთი ჯგუფში, რომელიც კავკასიური სახლის იდეას ისახავს მიზნდა. ამ ჯგუფში, ვირტუალური მეგობრები იყვნენ და შესაძლოა, შეხვედრაც ქონდათ, მაგრამ ეს საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება. თავად მამფორია ამბობს, რომ მხოლოდ ამ ფეისბუქ ჯგუფის თანამოაზრე იყო და არ იცოდა ტერორისტული აქტის შესახებ. რაც შეეხება უკრაინას და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზირიას, მას არც უკრაინასთან არ ჰქონია შეხება და არც ნათესაური კავშირი აქვს ლევან იზორიასთან” – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარის დატოვება